ხულოში ფერდსამაგარ სამუშაოებზე 657 665 ლარი დაიხარჯება

ხულოს მერია სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ფერდსამაგრი გაბიონების მშენებლობა უკვე დასრულდა სოფელ რიყეთში გოჩა იაკობაძის სახლის მიმდებარედ და სოფელ დანისპარაულში, ტაბის უბანში.

პროექტის განხორციელებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 39 851 ლარი დაიხარჯა.

მიმდინარე წელს, ხულოს მერია ფერდსამაგრი სამუშაოებისათვის 657 665 ლარს დახარჯავს.

აღნიშნული სამუშაობი მუნიციპალიტეტის მასშტაბით 35-მდე სხვადასხვა ლოკაციაზე განხორციელდება

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები