ამბროლაურში ბრატისლავა-რაჭის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ამბროლაურში ბრატისლავარაჭის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მერია ავრცელებს. 

მათი ცნობით, დღეს, სახელმწიფო რწმუნებულიპაპუნა მარგველიძე და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ბრატისლავარაჭის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

“პროექტის ფარგლებში მოეწყობა ტროტუარები, გაზონები, გარე განათება, სანიაღვრე სისტემა, გარკვეული ადგილები მოპირკეთდება ქვაფენილით, გამწვანდება ტერიტორიის ნაწილი დაგანხორციელდება სხვა დამატებითი სამუშაოები.

სამუშაოებს ამხანაგობა ‘’როიალბილდი’’ახორციელებს. პროექტი ორ ეტაპად ხორციელდება და მისი სრული ღირებულება 4 300 000-მდე ლარს შეადგენს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები