ურეკში, საპატრულო პოლიციის შენობასთან, პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებული 13 პირის ოჯახის წევრები და ახლობლები აქციას მართავენ. ადგილზე შეკრებილები დაკავებული პირების მუხლის გადაკვალიფიცირებას და სასჯელის შემსუბუქებას ითხოვენ.
დაკავებულების ახლობლები მათი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში უწყვეტ აქციებს აანონსებენ.
პატიმრების ოჯახის წევრები, ახლობლები და მეზობლები კვლავ შს მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან შეხვედრას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ 13 დაკავებულს ორთვიანი პატიმრობა გუშინ შეუფარდეს.