ბაკურციხე-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე საზამთროთი დატვირთული სატვირთო ავტომობილი გადაბრუნდა.
თვითმხილველების თქმით, მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე პოლიცია და ესქპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.