მეუფე იაკობი: ყველა კითხვაზე, რაც შეეხება ნინოწმინდის დაწესებულებას ჩემგან მიიღებთ პასუხს, შელამაზების გარეშე
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველთან ერთად ადგილზე მეუფე იაკობიც იმყოფება.
პანსიონის ახალმა ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს და ჟურნალისტები ყველა კითხვაზე პასუხს “შელამაზების გარეშე” მიიღებენ.
“ყველა კითხვაზე, რაც შეეხება ნინოწმინდის დაწესებულებას ჩემგან მიიღებთ პასუხს, შელამაზების გარეშე”,- თქვა მეუფე იაკობმა.
ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ცოტა ხნის წინ მივიდა.