ნინო ლომჯარია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში იმყოფება

სახალხო დამცველი მეუფე იაკობთან და საპატრიარქოს იურისტთან ერთად ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში იმყოფება. ნინო ლომჯარია ადგილზე ეცნობა პანსიონში არსებულ ვითარებას, გაესაუბრება სოც მუშაკებს, აღსაზრდელებს და სპეციალურ ჯგუფთან შეისწავლის ბავშვების მდგომარეობას.

“მაქვს მოლოდინი, რომ მოგვეცემა საშუალება სრულყოფილად გავეცნოთ მიმდინარე პროცესებს და ასევე ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას. ჩამოვედი აპარატის რამდენიმე თანამშრომელთან ერთად, რომლებიც მუშაობენ ბავშვთა უფლებების მიმართულებით, ასევე, გვახლავს ბავშვთა ფსიქოლოგი იმ შემთხვევაში, თუ ბავშვებს ექნებათ სურვილი გავესაუბროთ და ვაპირებთ მათთან გასაუბრებასაც”, – თქვა ნინო ლომჯარიამ.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით, ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობსა და სახალხო დამცველს შორის შეხვედრა 17 ივნისს გაიმართა. სწორედ აღნიშნულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ პანსიონის მმართველი, ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი და სახალხო დამცველი პანსიონში ერთად ჩავიდოდნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები