ბრიტანეთის ელჩი შუახევის საზოგადოებრივ ცენტრში საგანმანათლებლო ჰაბს ეწვია

დიდი ბრიტანეთისა დაჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართვლოში მარკ კლეიტონი ბრიტანეთის საბჭოს დირექტორთან და სამხრეთ კავკასიის მისიის ხელმძღვანელთან ზაზა ფურცელაძესთან ერთად, შუახეის საზოგადებრივ ცენტრში განთავსებულ ბრიტანეთის საბჭოს საგანმანათლებლო ჰაბს ეწვა.

საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, მარკ კლეიტონი შეხვდა საგანმანათლებლჰაბის საქმიანობაში ჩართულ პედაგოგებს, მასწავლებელთა სამუშაო შეხვედრების ფასილიტატორსა და მენტორს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, სკოლების დირექტორებს და სხვა საპატიო სტუმრებს.

შეხვედრაზე მწვეული იყო აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი.

პროგრამის ხელმძღვანელებმა და მონაწილეებმა საპატიო სტუმრებს გააცნეს პროგრამის მეორე წლის მიღწევები და გამოწვევებ, ასევე ისაუბრე სამომავლო გეგმებსა და პრგრამის მდგრადობაზე.

ცნობისთვის, შუახევის საგანმანათლებლო ჰაბი 2019 წლის 5 დეკემბერს გაიხსნა დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის კონფლიქტების, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, სამწლიანი პროექტის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა: „საგანმანათლებლო ჰაბები: გაუმჯობესებული უნარ-ჩვევები ძლიერი საზოგადოებისთვის“

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები