გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის თქმით, მემორანდუმის ფარგლებში, დაგეგმილია მხარეებს შორის სამეცნიერო მიმართულებით თანამშრომლობა, საგრანტო პროექტების განხორციელება, სამეცნიერო-კვლევით აქტივობებში, სემინარებში, ტრენინგებს და სხვა ღონისძიებებშიერთობლივი მონაწილეობა.

მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობა დაგვეხმარება, გავაღრმავოთ არსებული სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალი. გარემოს ეროვნულ სააგენტოს საშუალება მიეცემა, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასთან ერთადდაგეგმოს და განავითაროს სამეცნიერო აქტივობები, მხარი დაუჭიროს აკვაკულტურის განვითარებას და გააძლიეროს შავი ზღვის მონიტორინგი”, – აღნიშნა ანდრო ასლანიშვილმა.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორის განცხადებით, თანამშრომლობის მიზანია საქართველოში საზღვაო ეკოლოგიის კვლევების განვითარება, ერთობლივი პროექტების შემუშავება და მათი განხორციელება.

გრძელვადიან პერსპეტივაში,  გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, საზღვაო ეკოლოგიის სფეროში განხორცილებული კვლევები მნიშვლოვან წვლილს შეიტანს დარგის განვითარებაში აღნიშნა ირაკლი შარაბიძემ.

მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები საზღვაო სფეროში არსებული დარგების განვითარება და მათ პოპულარიზაციას უზრუნველყოფენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები