კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 225, იმერეთში – 23, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 23

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 352 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 225 შემთხვევა, აჭარაში – 21, იმერეთში – 23, ქვემო ქართლში – 20, შიდა ქართლში – 13, გურიაში – 2, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 23, კახეთში – 11, მცხეთა-მთიანეთში – 3, სამცხე-ჯავახეთში – 11, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 107 საიდანაც: 2 602 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 466, აჭარაში – 154, იმერეთში – 287. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 600 პირი, მათ შორის, თბილისში – 302, აჭარაში – 41, იმერეთში -127. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 164 პირი, მათგან თბილისში – 109, აჭარაში – 9, იმერეთში – 11. 598 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 361 – თბილისში, 232- აჭარაში. 4 907 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები