ნინოწმინდის პანსიონში დღეს ომბუდსმენი შევა
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში დღეს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ჩავა. მას ბავშვთა სახლში პირველი საათისთვის ელპდებიან. ომბუდსმენთან ერთად პანსიონში, სავარაუდოდ, მეუფე იაკობიც იქნება.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველს პანსიონში, მისი უკვე ყოფილი მმართველი მეუფე სპირიდონი არ უშვებდა, თუმცა ხელმძღვანელის შეცვლის შემდეგ ვითარება შეიცვალა. ახალმა მმართველმა, მეუფე იაკობმა 17 ივნისს მზაობა გამოთქვა, რომ ნინო ლომჯარია დაწესებულებაში შეუშვას. მან სახალხო დამცველთან შეხვედრაც გამართა.