ურეკში საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება
ურეკში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულების ოჯახის წევრები აქციების გაგრძელებას აანონსებენ. ისინი დემონსტრაციისთვის უკვე ემზადებიან და 13 პირის გათავისუფლების მოთხოვნით პროტესტს დღეს კიდევ ერთხელ გამოხატავენ.
ბრალდებულების ოჯახის წევრები, მათ მხარდასაჭერად აქციაზე 3 სოფლის მოსახლეობას ელოდებიან. ადგილობრივების გაღიზიანება გუშინ მოსამართლე ია ბარამიძის გადაწყვეტილებამ და 13 დაკავებულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებამ გამოიწვია. დაკავებულების ახლობლებმა და ნათესავებმა ურეკის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს, რის გამოც პოლიციასთან დაპირისპირებაც მოხდა.
შეგახსენებთ, რომ პოლიციელს თავს 3 დღის წინ დაესხნენ. შსს-მ 13 პირი თავდაპირველად 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დააკავა, მოგვიანებით კი მათ ბრალი დაუმძიმდათ.