გოგი მეშველიანი წალკის მუნიციპალიტეტში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს პარლამენტში ბოლნისისდმანისისთეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი, გოგი მეშველიანი წალკის მუნიციპალიტეტშიბეშთაშენისამადლოახალშენის დამაკავშირებელი  გზის  დაგების სამუშაოებს წალკის მუნიციპალიტეტის მერთან, ილია საბაძესთან და მის პირველ მოადგილე, ანზორ ხინიკაძესთან ერთად გაეცნო.

მაჟორიტარის ბიუროს ინფორმაციით, პროექტი გასულ წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ივლისის თვეში დასრულდება.

სულ, დაიგება  4.2 კმ .ბეტონის გზა, რომლის ღირებულება 2 468 782 ლარს შეადგენს.

წალკის  მუნიციპალიტეტში, საგზაოინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, სოფლებამდე  მისასვლელი  გზებისმოწესრიგების სამუშაოები აქტიურადმიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ  დაიწყოსოფელ აიაზმა ნადრევანის დამაკავშირებელგზაზე ბეტონის საფარის მოწყობისთვისწინამოსამზადებელი  სამუშაოები”, – განაცხადა გოგი მეშველიანმა

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები