ოკუპანტებმა დაკავებული მწყემსები გაათავისუფლეს
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაკავებული მწყემსები – 56 წლის ვაჟა სრესელი და 58 წლის თამაზ ფსიტიძე გაათავისუფლეს. ისინი სოფელ წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაშინ დააკავეს, როდესაც პირუტყვს მწყემსავდნენ.
ცხელი ხაზის გააქტიურების შემდეგ, მწყემსები გამოჰკითხეს და მალევე, ქართველ სამართალდამცველებს გადასცეს.