გორში, პოლიციის თანამშრომლის ცემისთვის დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა
საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ცემისთვის დაკავებულ კაცს ბრალი წარედგინა. 21 წლამდე ახალგაზრდას ბრალი დაუმძიმდა. მას პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით ედავება, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თავად ბრალდებული დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს. მან გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა. დაკავებულის გამოკითხვა გარკვეული პერიოდი ვერ ხერხდებოდა – მისი მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო.
აღკვეთის ღონისძიების თაობაზე, გორის რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს.