გორი-ერგნეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა
ორი-ერგნეთის საავტომობილო გზაზე, სოფელ კარალეთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა სამედიცინო ცენტრ ,,გორმედში“ გადაიყვანეს.
კლინიკის პასუხისმგებელი ქირურგის, ალექსანდრე ხეთაგურის ინფორმაციით, სამივე პაციენტს დაზიანებები აღენიშნება.
დაშავებულებს უტარდებათ შესაბამისი კვლევები და პარალელურად – მკურნალობა.
შემთხვევის დროს, გორიდან სოფელ დიცის მიმართულებით მოძრავ მსუბუქ ავტომობილს საპირისპიროდ მოძრავი სატვირთო შეეჯახა. მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
