კურორტი ბეშუმში ტურისტული სეზონის გახსნისთვის ემზადება

კურორტი ბეშუმში ტურისტული სეზონის გახსნისთვის ემზადება. ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე კურორტ ბეშუმში არსებულ მდგომარეობას გაეცნო და კურორტის დირექტორისგან დაგეგმილი და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
როგორც ვახტანგ ბერიძემ აღნიშნა, კურორტზე არსებულო მდგომარეობის გათვალისწინებით, ტურისტული სეზონი უახლოეს დღეებში გაიხსნება. კურორტს სრული დატვირთვით მიეწოდება ელექტროენერგია, რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ ღობეს, მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემები, აქტიურად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები სასმელი წყლის ცენტრალურ მაგისტრალზე. უკვე განხორციელდა რამდენიმე უბანში შიდასაუბნო გზების რეაბილიტაცია. ასევე წლის ბოლომდე დაგეგმილია დამატებით სხვადასხვა უბნებთან მისასვლელი გზების მოწესრიგება და საბავშვო ატრაქციონების მოწყობა.
ვახტანგ ბერიძემ ასევე კურორტის მიმდებარედ არსებულ იაილებში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და მოიალაღეებს დაგეგმილი ღოონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ხულოს მერის განცხადებით, ბეშუმი იაილაში ახალი სპორტული მოედნის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით უახლოეს დღეებში ტენდერი გამოცხადდება. ასევე აჭარის საგზაო დეპარტამენტის მიერ გასულ წელს აშენდა ხიდი და სახიდე გადასასვლელი. სამომავლოდ გაგრძელდება ყველა ის მნიშვნელოვანი ღონისძიება რომელიც ადგილობრივებისთვის საჭირო და პრიორიტეტულია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები