მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების შესახებ სოფელ ზუდალში კოორდინირებული სამხრივი შეხვედრა გაიმართა
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუდალში კოორდინირებული სამხრივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის მერიას, Egis International -ის, საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის წარმომადგენლებს შორის.
“შეხვედრაზე იმყოფებოდა ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე სერგი ხიდეშელი, ასევე სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი თეიმურაზ გძელიშვილი.
შეხვედრის მიზანს საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო (კვაშხიეთი- ზუდალი) გზის მონაკვეთზე წარმოქმნილი პრობლემების დაძლევად მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება და დაგეგმილი სამუშაოების გაგრძელება წარმოადგენდა.
შეთანხმება შედგა. ამჟამად სამუშაოები შეფერხების გარეშე მიმდინარეობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.