ზესტაფონში 4 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, დაბა შორაპნის, სოფელ მეორე სვირის და ქვედა საზანოს საჯარო სკოლებს რეაბილიტაცია უტარდებათ. ინფორმაციას ზესტაფონის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, ასევე უახლოეს პერიოდში ცხრაწყაროს საჯარო სკოლის სარეაბილიტაცო სამუშაოები დაიწყება.

“პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა.

შორაპნის საჯარო სკოლაში, მიმდინარე სამუშაოებს, ზესტაფონის მერი, გიორგი გოგლიჩიძე, ვიცე მერთან, დავით მაღრაძესთან და შორაპნის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად გაეცნო.

რეაბილიტაციის ფარგლებში, ასევე სრულიად განახლდება, სკოლის სპორტული დარბაზი.
შორაპნის საჯარი სკოლის კორპუსი 1984 წელს არის აგებული. დაწესებულება 280 მოსწავლეზეა გათვლილი.
„განათლების ხელმისაწვდომობასა და მოსწავლეზე მორგებული ყველა საჭირო სერვისის შესაქმნელად, მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება მუნიციპალიტეტში. 4 სკოლის სრული რეაბილიტაცია, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი გარემო შეიქმნება, მნიშვნელოვანია არა მარტო ზესტაფონისთვის, არამედ იმერეთის რეგიონისთვის“, – გიორგი გოგლიჩიძე.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, 66 სკოლას აშენებს, ხოლო
რეაბილიტაციისა და ენერგო-ეფექტური კომპონენტის გაძლიერების სამუშაოებს ახორციელებს 100 სკოლაში.
საგანმანათლებლო პროგრამას საქართველოს მთავრობა და დონორები (CEB და NEFCO) აფინანსებენ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები