ტურისტული სეზონის მზადებასთან დაკავშირებით აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაცია მოისმინეს

2021 წლის ტურისტული სეზონის მზადებასთან დაკავშირებით აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაცია საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოისმინეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს. საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე მარინე გვიანიძე უძღვებოდა, ხოლო ინფორმაცია კანონმდებლებს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ თინათინ ზოიძემ გააცნო. მომხსენებელმა ტურისტული სეზონის სამზადისთან დაკავშირებით გატარებულ ღონისძიებებზე, მიმდინარე, დაგეგმილ პროექტებსა და არსებულ გამოწვევებზე საუბრის პარალელურად, დეპარტამენტის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშიც წარმოადგინა.

თინათინ ზოიძის განცხადებით, პანდემიიდან გამომდინარე, საანგარიშო პერიოდი ურთულესი და გამოწვევებით სავსე იყო, თუმცა ყველა შესაბამის უწყებასთან კოორდინირებული მუშაობით, მაქსიმალური გაკეთდა.

„დეპარტამენტისთვის პრიორიტეტული იყო აჭარის ტურისტული მიმართულებით პოპულარიზაცია და მარკეტინგული კვლევა, ტურისტული სერვისების განვითარების ხელშეწყობა, ტურისტული პროდუქტების განვითარება-დივერსიფიკაცია და პანდემიის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები.

ვრცელი ინფორმაციის მოსმენისა და რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით გადაღებული ვიდეო-რგოლების წარდგენის შემდეგ, მომხსენებელმა კანონმდებელთა შეკითხვებს უპასუხა, რომელთა ნაწილი სპორტული, ეკო, შიდა ტურიზმის მიმართულებებს შეეხებოდა. წარმოდგენილი ინფორმაცია კომიტეტმა ცნობად მიიღო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები