კარლ ჰარცელი მეზღვაურთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფოთში საზეიმო ღონისძიებას დაესწრო
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი მეზღვაურთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ ფოთში ორგანიზებულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.
ელჩმა, ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელ ცენტრში, დაათვალიერა არსებული 13 ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, შეხვდა მომავალ მეზღვაურებს – აკადემიის კადეტებს.
ელჩმა სტუდენტებს სიტყვით მიმართა, სადაც ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხარდაჭერასა და წვლილს საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარებაში. კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირის ყველა პროექტი და პროგრამა მიზნად ისახავს, დასაქმების ხელშეწყობას, გარემოს დაცვასა და საქართველოს მხარდაჭერას მდგრადი საზღვაო სატრანსპორტო სისტემის დანერგვაში, რომელიც დაეხმარება ქვეყანას ჩამოყალიბდეს რეგიონის წამყვან სატრანსპორტო კვანძად.
ვიზიტის ფარგლებში, კარლ ჰარცელი, ასევე დაესწრო ნიკო ნიკოლაძის სახელობის ბიბლიოთეკის გახსნას და ქართული საზღვაო განათლების ისტორიის შესახებ შექმნილ ილუსტრირებული წიგნის პრეზენტაციას. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, თამარ იოსელიანმა, კარლ ჰარცერს, სიმბოლურად მეზღვაურის წიგნაკი გადასცა.
2011 წელს, 25 ივნისი, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ მეზღვაურის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. საქართველო, როგორც საზღვაო ქვეყანა, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით, ამ თარიღს სხვადასხვა ღონისძიებით, ყოველწლიურად აღნიშნავს.