“სამი წელია ძალადობენ ბავშვზე”- რას ყვებიან მარტვილში 8 წლის გოგონას გაუპატიურების ამბის გახმაურების შემდეგ ადგილობრივები
მარტვილის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მომხდარი სექსუალური ძალადობის შესახებ “კვირასთვის” ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც 8 წლის მოზარდის მამიდა ამბობს, გოგონასთან ამ დროისთვის, ფსიქოლოგები მუშაობენ. მისივე თქმით, სავარაუდო მოძალადე მამა-შვილი არასრულწლოვანს ძალადობის გახმაურების შემთხვევაში მოკვლით ემუქრებოდნენ.
“ბავშვი ფსიქოლოგებთანაა. მეზობლები არიან აშინებდნენ თურმე მოგიკლავთ ახლობლებსო”,- ამბობს 8 წლის გოგონას მამიდა.
8 წლის გოგონა და სავარაუდო მოძალადეები მეზობლები იყვნენ, როგორც ადგილობრივები ყვებიან სექსუალური ძალადობა მოზარდზე 3 წელია გრძელდება.
” ბიჭს ცოლ-შვილი ჰყავს. ოთხი შვილის მამაა. ცოლი გაექცა ამ ამბის მერე. სამი წელია თურმე ძალადობენ ბავშვზე”,- ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.
შეგახსენებთ, 8 წლის მეზობელი გოგონას გაუპატიურების ბრალდებით მამა-შვილი 60 და 35 წლის მამაკაცები გუშინ დააკავეს. დღეს, მომხდარის გახმაურების შემდეგ დაკავებული მამა-შვილის სახლი ადგილობრივებმა დაწვეს.
შსს-ში მომხდარ ფაქტს ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით ორი პირია დაკავებული. გამოძიება სსკ-ის 137-ე (გაუპატიურება) მუხლით მიმდინარეობს, რაც ექვსიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.