სიღნაღის მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია  განაგრძობს სამუშაოებს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის. მიმდინარე წლის შემოდგომაზე  ქალაქ სიღნაღის წყლის სისტემის რეაბილიტაცია დასრულდება.  ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათი ცნობით, ამ ეტაპზე, ადგილობრივ მოსახლეობას წყალი დღის განმავლობაში  4-5 საათით, გაზაფხულსა და შემოდგომაზე 10 საათით მიეწოდება.  ქალაქში არსებული ქსელი ნაწილობრივ ამორტიზებულია და რეაბილიტაციას საჭიროებდა.

„სამუშაოების ფარგლებში ეწყობა წყალმომარაგების ქსელი, მილდენი, საქლორატორო, შენდება რეზერვუარი, გამრიცხველიანდება დარჩენილი მოსახლეობა.

სამუშაოების დასრულების შემდეგ სიღნაღში მცხოვრებ 3 500 -მდე ადამიანს წყლის მიწოდების  შეზღუდული გრაფიკით გამოწვეული პრობლემა მოუგვარდება და სტაბილური წყალმომარაგება ექნება. პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მილიონ ლარზე მეტი ხმარდება.

2020 წლის დასაწყისში დასრულდა ქალაქ სიღნაღში ე.წ. „ნასომხარის“ წყლის სათავე ნაგებობაზე სასმელი წყლის ჭაბურღილის სამშენებლო სამუშაოები, რის შედეგადაც მოსახლეობას წყლის მიწოდების გრაფიკი რამდენიმე საათით გაუუმჯობესდა.

2016-2019 წლებში ჩატარდა ქალაქ სიღნაღის წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია, მოეწყო პოლიეთილენის მილდენები, რამდენიმე ქუჩაზე გამრიცხველიანდა მოსახლეობა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები