საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი 21 წლის გოგოს ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს

გადაუდებელი საკეისრო კვეთის შემდეგ 20 ივნისს გარდაცვლილი 21 წლის სოფო კვარაცხელიას ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს. ახლობლების თქმით, სოფო კვარაცხელია შეუძლოდ გახდა, თუმცა კლინიკაში თავის ფეხით შევიდა და მძიმე მდგომარეობაში არ იყო. ოჯახის თქმით, მათ არ იციან რა მოხდა ოპერაციის დროს და რამ გამოიწვია გართულებები. ისინი იმ ექიმების დასჯას მოითხოვენ, რომლებმაც ოპერაცია ჩაატარეს.

ახლობლები აცხადებენ, რომ პაციენტს თანმდევი დაავადებები არ ქონია, წარსულში ჩატარებული ოპერაცია კი გართულების მიზეზი ვერ გახდებოდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სოცოცხლის მოსპობას გულისხმობს

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები