კარლ ჰარცელი ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელ ცენტრში იმყოფებოდა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელ ცენტრში იმყოფებოდა. აღნიშნული ცენტრი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალია, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაიხსნა.

ელჩმა, ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელ ცენტრში არსებული 13 ლაბორატორია დაათვალიერა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით; შეხვდა მომავალ მეზღვაურებს – აკადემიის კადეტებს. დაესწრო ნიკო ნიკოლაძის სახელობის ბიბლიოთეკის გახსნას და ქართული საზღვაო განათლების ისტორიის შესახებ შექმნილ ილუსტრირებული წიგნის პრეზენტაციას.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა კარლ ჰარცელს, სიმბოლურად მეზღვაურის წიგნაკს გადასცა.

2011 წელს, 25 ივნისი, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ მეზღვაურის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. საქართველო, როგორც საზღვაო ქვეყანა, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით, ამ თარიღს სხვადასხვა ღონისძიებით, ყოველწლიურად აღნიშნავს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები