ბესარიონ სიმონიშვილმა ზუგდიდში დევნილ ოჯახებთან შეხვედრები გამართა
დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელ კონსტანტინე კაკავასა და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად, ზუგდიდში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სააგენტოს დირექტორი დასახლებებში არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებს ადგილზე გაეცნო და დევნილებს განსახლების პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
ზუგდიდში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით 600 ბინა შენდება, რომლებიც დევნილებს მიმდინარე წელს, კრიტერიუმების შესაბამისად, გადაეცემათ.