როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – 25 ივნისის პროგნოზი რეგიონების მიხედვით

დღეს, 25 ივნისს, სინოპტიკოსები ყველაზე ძლიერ სიცხეს – 39 გრადუსს ქალაქ რუსთავში ვარაუდობენ, ყველაზე დაბალი ტემპერატურა – 23 გრადუსი კი ბათუმში იქნება.  

ამინდის პროგნოზი რეგიონების მიხედვით:

დღეს ბათუმში 23, ფოთში კი 24 გრადუსი სითბო იქნება.

+25 გრადუსია მოსალოდნელი სოხუმში.

ზუგდიდში ჰაერი 27 გრადუსამდე გათბება.

ახალციხეში +31 გრადუსია ნავარაუდევი.

28 გრადუსი სითბო იქნება ქუთაისში.

ლენტეხსა და ცაგერში +31, ამბროლაურში კი +32 გრადუსია მოსალოდნელი.

33 გრადუსამდე გათბება ჰაერი ცხინვალში.

გორში 36 გრადუსი სიცხეა ნავარაუდევი.

+37 გრადუსი იქნება თბილისში.

რუსთავში 39 გრადუსი სიცხეა მოსალოდნელი.

35 გრადუსამდე გათბება ჰაერი თელავში, სიღნაღში +34, ყვარელში კი +36 გრადუსია ნავარაუდევი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1 ივლისამდე აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ ცალკეულ დღეებში შესაძლებელია 38 გრადუსს გადააჭარბოს.

სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების გაჩენის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები