USAID -ის ორგანიზებით და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში, შალვა ამონაშვილის ცენტრში მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.
ჟიურის შეფასების შედეგად, საგარეჯოსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ორი საუკეთესო პედაგოგი გამოვლინდა. ინფორმაციას საგარეჯოს მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, დაჯილდოების ღონისძიებას საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მანანა ცუცქირიძე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ლალიაშვილი და პრესსამსახური ქეთევან გრატიაშვილი ესწრებოდნენ.
გამარჯვებულ პედაგოგს მუნიციპალიტეტის მერის -გიორგი ერბოწონაშვილის სახელით მადლობის სიგელი და სიმბოლური საჩუქარი გადაეცა.
“საქართველოში წელს პირველად ჩატარდა აღნიშნული კონკურსი, რომელმაც სამ რეგიონში – იმერეთში, შიდა ქართლსა და კახეთში – დაწყებითი საფეხურის კითხვისა და მათემატიკის საუკეთესო მასწავლებლებლები გამოავლინა.
ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა საგარეჯოს გოგონათა ანსამბლი “მი-რე-ლა” მარინა ურდულაშვილის ხელმძღვანელობით”,- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.