სასტუმრო “ოთხ ვილაში” გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ურეკში სასტუმრო “4 ვილა”-ში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული,  შემთხვევის შედეგად არავი დაშავებულა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ დაბა ურეკში თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს მეოთხე სართულზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე დროულად გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები და დაიწყეს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები.

არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება. ამ დროისთვის მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობდა 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები