აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი: ქუთაისს გააჩნია უზარმაზარი პოტენციალი იყოს ჰაბი, როგორც ურბანული განვითარების მხრივ, ასევე ტურიზმის სფეროში

ქუთაისში   მეორე საერთაშორისო ფორუმი „ქალაქების პასუხი თანამედროვე გამოწვევებზე”  ჩატარდა.   ფორუმის მონაწილეებმა ქუთაისის ურბანულ, ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრეს და აღნიშნეს,  რომ    ქუთაისი ასევე კარგი მაგალითია პანდემიის დროს წარმოქმნილი  სხვადასხვა სირთულეების წარმატებულად მართვის კუთხით.
,,ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა, რომელიც ქუთაისში ხორციელდება. უდავოა, რომ ქალაქს გააჩნია უზარმაზარი პოტენციალი და მას აქვს საშუალება  იყოს ჰაბი და ცენტრი, როგორც ურბანული განვითარების მხრივ, ასევე ტურიზმის სფეროშიც,”-განაცხადა აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მისიის დირექტორმა შეინ როზენტალმა.
„ქუთაისი  არის ერთ-ერთი ნოვატორი ქალაქი, ასევე ინიციატორი და ახალი იდეების  აქტიური მხარდამჭერი. ქუთაისს  შეუძლია თავისი კარგი  გამოცდილება  გაუზიაროს  მუნიციპალიტეტებს, განსაკუთრებით პანდემიის დროს სხვადასხვა საჭიროებების მართვის საქმეში.”-აღნიშნა  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა.
საქართველოში USAID -ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ კონფერენციის მნიშვნელობასა და ქუთაისის პერსპექტივებზე ისაუბრა.  „ჩვენთვის დიდი პატივია გავაგრძელოთ მხარდაჭერა და თანამშრომლობა ქუთაისის საერთაშორისო ფორუმთან. ეს არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ  დემოკრატიული განვითარების წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ. ის საკითხები, რომელიც ამ ფორუმზე იქნა განხილული, იყო სწორად და დროულად შერჩეული, განსაკუთრებით პანდემიის ფონზე,”-განაცხადა დევიდ ჰოფმანმა.
 ქუთაისის საერთაშორისო ფორუმი დაარსდა 2019 წელს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, ევროკავშირის ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის (M4EG)” და USAID პროგრამის „კარგი მმართველობის ინიციატივას”-თან (GGI)” ერთად.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები