კარლ ჰარცელი რაჭაშია – ეს ჩემი პირველი ვიზიტია ამ რეგიონში, ულამაზესია
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, საქართველოს რეგიონებისათვის ევროკავშირის მიერ გაწეული მხარდაჭერის წარმოსაჩენად რაჭას ეწვია.
„ჩამოვედით რაჭაში, რომელიც არის ულამაზესი, ეს არის ჩემი პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი ამ რეგიონში. რაჭა არის ჩვენი საფოკუსე რეგიონი და მთელი დღის განმავლობაში გვექნება შეხვედრები მთავრობასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ადგილობრივ ბიზნესის წარმომადგენლებთან, რომ ვნახოთ რა საჭიროება აქვს რეგიონს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
კარლ ჰარცელი რაჭაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, პროფესიული განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობის, აგრეთვე ბიზნესის განვითარების სფეროებში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ბენეფიციარები მოინახულა.