რატომ გაჩერდა ჰაწვალის საბაგირო – მესტიის მერის განმარტება
მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგირო “ჰაწვალი 2” ამ დროისთვის გაჩერებულია. როგორც “კვირასთან” მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი განმარტავს, საბაგიროს ექსპლუატაციის ვადა გაუვიდა და მისი მოხმარება საფრთხის შემცველი გახდა.
“საბაგირო “ჰაწვალი 2″ არის გაჩერებული, რომელიც ზურულდში ადიოდა. ექსპერტიზის დასკვნით, ექსპლუატაციის ვადა გაუვიდა და მისი მოძრაობა აღარ შეიძლება.
1 თვეა გაჩერებულია და ადგილზე ახალი საბაგიროს გაკეთება იგეგმება. ახლა განხილვის ეტაპზეა და მოგვიანებით გახდება ცნობილი თუ როდის გაკეთდება. ტურისტულ სეზონზე ვიზიტორებს ჰაწვალი 1 მოემსახურება. ზურულდში ვერ ადის მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვიზიტორებს რაიმე შეფერხება ექნებათ. ზოგადად, შეიძლება ერთი კომპონენტი მოაკლდეს რაღაცას მაგრამ ეს მეორეს განვითარებას უზრუნველყოფს”,- განაცხადა მესტიის მერმა.