ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სახელის დარქმევისთვის აუქციონში გამარჯვებული 8 მლნ 750 ათასს გადაიხდის

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სახელის დარქმევისთვის აუქციონში გამარჯვებული 8 მლნ 750 ათასს გადაიხდის.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ახალი სახელი სტადიონს 5 წლის განმავლობაში ერქმევა.
შპს ,,აჭარის პროექტების მართვის” კომპანიის მიერ გამოცხადებული აუქციონი შედგა. გამარჯვებული ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სახელის დარქმევისა და რეკლამის განთავსების უფლებით ისარგებლებს, რაც წლიურად 1 მლნ 750 ათას ლარს შეადგენს.
აუქციონში გამარჯვებულს მხოლოდ სახელისა და რეკლამის განთავსების უფლებები ექნება და არ იქნება შემხებლობაში სტადიონის მართვასთან.
ბათუმის სტადიონის სახელის ფორმულირება მსოფლიოში არსებულ ანალოგიურ პრაქტიკას უნდა შეესაბამებოდეს და უნდა მოიცავდეს სიტყვა ,,არენას”. საბოლოო დამტკიცებისთვის სახელი სტადიონის მესაკუთრეს უნდა წარედგინოს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები