კონსტანტინე თავზარაშვილი სოფელ ზერტის მოსახლეობას შეხვდა და კვარხეთი – ზერტის დამაკავშირებელი რეაბილიტირებული გზა დაათვალიერა
გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი სოფელ ზერტის მოსახლეობას შეხვდა და კვარხეთი – ზერტის დამაკავშირებელი რეაბილიტირებული გზა დაათვალიერა.
გზის რეაბილიტაციის პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის თანდაფინანსებით განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში 3 347 მ გზის საფარი მოწესრიგდა და სამუშაოებზე 800 000 ლარამდე დაიხარჯა.
გზის პრობლემა ადგილობრივებს წლების განმავლობაში აწუხებდათ და პრობლემის მოგვარებას ითხოვდნენ.
გზის რეაბილიტაციის შემდეგ, კვარხეთი – ზერტის დამაკავშირებელ გზაზე, ე.წ. „ჭკვიანი კამერები“ დამონტაჟდება, რაც მოსახლეობამ მერთან შეხვედრის დროსაც ერთ – ერთ მთავარ საკითხად დააყენა.
ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.