სოფელ ელიაწმინდაში რეაბილიტირებული საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ელიაწმინდაშიახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაგა–ბაღიგაიხსნა. აღსანიშნავია, რომ დაწესებულება აქამდე სასკოლო მზაობის ალტერნატიულ ცენტრს წარმოადგენდა, სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შემდეგ კი ტიპურ ბაღად გადაკეთდა, სადაც სკოლამდელი განათლების მიღება 30 აღსაზრდელს შეეძლება. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“პროექტის ფარგლებში განხორციელდა შენობისრეაბილიტაცია. მოეწყო სამზარეულო, საძინებელი, სველი წერტილები და აღიჭურვა შესაბამისიინვენტარით. საბავშვო ბაღის ეზოში კი გასართობიატრაქციონები დაიდგა.
რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი დღეს, სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა ბესიკამირანაშვილმა, რწმუნებულის პირველმამოადგილემ შალვა ბერძენიშვილმა, ახალციხისმუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ, მერისპირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ, მოადგილეებმა რუბენ კარაპეტიანმა და ალექსიზედგინიძემ, საკრებულოს თავმჯდომარისმოადგილემ იოსებ კაპანაძემ და სკოლამდელიაღზრდის დაწესებულების დირექტორმა მარინამერაბიშვილმა დაათვალიერეს.
სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლებისწარმომადგენლები ადგილზე გაეცნენგანხორციელებულ სამუშაოებს და სასკოლო მზაობისჯგუფის აღსაზრდელების მონაწილეობით გამართულღონისძიებასაც დაესწრნენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.