ეს სახუმარო თემა ნამდვილად არ არის, ამდენი ადამიანი მძევლად ჰყავდა აყვანილი, – ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ესებუაზე საუბრისას მედიად განუცხადა.
მისი თქმით, შსს-ს ინფორმაციით, ბადრი ესებუა საქართველოში იმყოფება.
„ყველაზე ძალიან ვისაც ამ ადამიანის დაკავება უნდა, ეს შს სამინისტროა. რატომ ჰგონია ხალხს რომ ჩვენ არ გვინდა, ან ხელს ვუწყობთ და ვმალავთ, არ ვიცი. ვმუშაობთ ამ თემაზე. ჩვენი ოპერატიული ინფორმაციით, საქართველოში იმყოფება, მას საქართველო არ დაუტოვებია. იმედია, სწორი ინფორმაციაა და ამ წყაროს ვეყრდნობით“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
საქართველოს ბანკზე შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას ამ დრომდე ეძებენ. მის წინააღმდეგ საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლების აყვანას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.