ილია მეორე ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით მოსკოვის პატრიარქს წერილით მიმართავს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის საკითხზე რუსეთის პატრიარქს წერილით მიმართავს.
როგორც ატენისა და გორის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრია გვაზავამ ზაზა გახელაძის ოჯახთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, შესაბამისი წერილი უკვე მზად არის.
„გადაწყდა, რომ პატრიარქის სახელით გაეგზავნება წერილი. წერილი უკვე მზად არის და გადაეგზავნება რუსეთის პატრიარქისადმი და ეკლესიისადმი, რომ მათ თავისი მხრიდან გასწიონ შუამდგომლობა რუსეთის ხელისუფლებისადმი“, – განაცხადა მეუფე ანდრიამ.