ზუგდიდის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარეს, თეიმურაზ ბასილაიას ტრაგიკულად დაღუპული ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერის ირაკლი გაწერელიას მეუღლე დაუპირსპირდა. ფატი შენგელიამ ბასილაიას წითელი საღებავი შეასხა. შენგელიას თქმით, “ნაცმოძრაობამ” მხარდამჭერებს უღალატა როცა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.
“შე საზიზღარო, მაგის სისხლს გაპატიებ გგონია?!”,- მიმართა ზუგდიდის საკრებულოს “ნაცმოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარეს ფატი შენგელიამ.
ირაკლი გაწერელია ავტოკატასტროფაში მაშინ მოჰყვა, როცა ის მხარდამჭერებთან ერთად თბილისში საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა.