შოთა ნარეკლიშვილმა ბანაკის ,,მომავლის ინოვატორები“ მონაწილეები დააჯილდოვა
თელავის ტექნოპარკში, თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი და ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე ბანაკის „მომავლის ინოვატორები“ მონაწილეებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მერია ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბანაკის მონაწილეთა შთაბეჭდილებები მოისმინეს და ახალგაზრდებს სერტიფიკატები გადასცეს.
თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ინოვაციურ ბანაკში „მომავლის ინოვატორები“ ერთკვირიანი სასწავლო კურსი გაიარეს.