დმანისში წარჩინებული მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ტური მოეწყო

მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით, დმანისის მუნიციპალიტეტის მერის – გიორგი ტატუაშვილის ინიციატივით, დმანისელი 7 წარჩინებული ახალგაზრდისთვის 21 ივნისს შემეცნებითი ტური (დმანისი, სიღნაღი, ბოდბე) მოეწყო. ინფორმაციას დმანისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ტურის ფარგლებში, მოსწავლეებმა დაათვალიერეს ქალაქი სიღნაღი, ისტორიული ადგილები, ბოდბის მონასტერი და მოილოცეს წმინდა ნინოს საფლავი.
“გიორგი ტატუაშვილმა მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს წარჩინებული სწავლებისთვის და ბიბლუსის 100 ლარიანი ვაუჩერები გადასცა.

ღონისძიება დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით გაიმართა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები