საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტყის და მინდვრის ხანძრების მომატებული რისკის გამო, კახეთის რეგიონში მობილიზებას აძლიერებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, კახეთის რეგიონში სახანძრო-სამაშველო ძალების მობილიზებას აძლიერებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე მოკიდებული ცეცხლის გავრცელების შესაძლო შემთხვევების აღსაკვეთად და დროულად სალიკვიდაციოდ, სოფლებში ხდება სახანძრო-სამაშველო ჯგუფების პატრულირება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს, მოსავლის აღების პროცესში გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე და პასუხისმგებლობა, რათა თავიდან იქნას აცილებული ხანძრის გაჩენის საფრთხე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები