დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება
დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება – რეგულაციების შემსუბუქების შესახებ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა.
პრემიერის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით ღამის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვაც უქმდება. 1 ივლისიდან, ე.წ. კომენდანტის საათი სრულად გაუქმდება.