ამბროლაურში, სოფელ ჭყვიშის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშში მიმდინარე სამუშაოები ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან – ასლან საგანელიძესთან ერთად დათვალიერა და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას ამბროლაურის მერია ავრცელებს.

“პროექტი, რომლის ფარგლებშიც ასფალტო-ბეტონის საფარი 2 კმ-იან მონაკვეთზე დაიგება, გარდამავალია და მისი ღირებულება 740 000 ლარს შეადგენს.

წელს, გზების რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტის 4 სოფელში ხორციელდება, პარალელურად კი 12 სოფელში საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ და მათთან ერთად სოფლის პრიორიტეტებსა და პრობლემურ საკითხებზე იმსჯელეს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები