LOT Polish Airlines ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ბათუმის აეროპორტში ბრუნდება
ოთხწლიანი პაუზის შემდეგ LOT Polish Airlines ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი სოციალურ ქსელში ავრცელებს. მათივე ცნობით, ვარშავის მიმართულებით ფრენები ყოველ ორშაბათს Boeing 737-800 ტიპისი საჰაერო ხომალდებით შესრულდება.