თელავის ტექნოპარკმა ინოვაციურ ბანაკს ,,მომავლის ინოვატორებს“ უმასპინძლა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თელავის ტექნოპარკმა ერთკვირიან ინოვაციურ ბანაკს „მომავლის ინოვატორებს“ უმასპინძლა. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტში მონაწილეობა მიიღეს ქ.თელავის მუნიციპალიტეტში შემავალი თოთხმეტი საჯარო სკოლის 12-13 წლის მოსწავლეებმა.

7 დღის განმავლობაში, თელავის ტექნოპარკის გარე სივრცეში, დილის 11:00 საათიდან 19:00 საათამდე ბანაკის მონაწილეები სხვადასხვა სახის აქტივობაში იყვნენ ჩართულნი, გაიმართა Lego Robotics – ისა და LittleBits – ის ვორქშოფები, სემინარი – ,,როგორ შევქმნათ სტარტაპი“; კინო ჩვენებები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, მეოთხე ინდრუსტრიული რევოლუციის შესახებ.

მონაწილეებს ტრენინგები ჩაუტარეს თბილისის ტექნოპარკის ელექტრონიკის ინჟინერმა და ტრენერმა მამუკა აფაქიძემ და სტარტაპების ,,Vrex Immersive Inc“ – ისა და ,,ATOM Kids“ – ის წარმომადგენლებმა. პროექტის ფარგლებში თითო სკოლიდან შეირჩა ორი მოსწავლე (სულ 28 მოსწავლე), შერჩევის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა იყო.

ინოვაციური ბანაკის „მომავლის ინოვატორების“ მიზანია, ახალგაზრდებში ციფრული უნარებისა და კომუნიკაციების ხელშეწყობა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები