აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებისა და უწყებების ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შესახებ განიხილეს უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე უძღვებოდა. ამის შესახებ „კვირას“ აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ინფორმაცია ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა წარმოადგინა.

ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში გათვალისწინებული და გაზრდილი ბიუჯეტი საგზაო ინფრასტრუქტურული, გაზმომარაგებისა და წყალმომარაგების, ტურიზმის განვითარების, სოციალური და სხვა მნიშვნელოვანი პროგრამების განხორციელებას ითვალისწინებს.

კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს აღნიშნულ დოკუმენტზე უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურების გაგრძელებას.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები