ეკატერინე ტიკარაძე: ვაქცინების შესყიდვის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მალე გახდება კონკრეტული თარიღები ცნობილი, თუ როდის და რომელი ვაქცინა იქნება საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი.

“რაც შეეხება ვაქცინაციას, ვაქცინების შესყიდვის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. შესაბამისად, ეტაპობრივად, გახდება თარიღები ცნობილი, რომელსაც საზოგადოებისთვის გავასაჯაროვებთ, თუ რომელ კონკრეტულ რიცხვში შევძლებთ ვაქცინაციის ფართო ასორტიმენტის მიღებას” , – განაცხადა ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები