ECEAPაღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონეთის ცენტრისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით 2019 წელს მცხეთის მუნიციპალიტეტში საფუძველი ერთობლივ პროექტს ჩაეყარა

ECEAPაღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონეთის ცენტრისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით 2019 წელს მცხეთის მუნიციპალიტეტში საფუძველი ჩაეყარა ერთობლივ პროექტს, – ,- ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას მცხეთის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით „ადგილობივ დონეზე დემოკრატიის გაძლიერება: გამჭვირვალე მმართველობა” პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს მუნიციპალიტეტების განვითარების მხარდაჭერას, ადგილობრივ თვითმმართველობებში ცვლილებების ინიცირებას, დემოკრატიის განმტკიცებას, ესტონეთის გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით. შედეგად 2020 წელს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონურ ცენტრსა და მცხეთის მუნიციპალიტეტს შორის.
ადგილობრივი თვითმმართველობების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, პროექტის ფარგლებში საქართველოდან 2021 წლის 5 /11 მცხეთის მუნიციპალიტეტის დელეგაცია და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესტონეთში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრნენ.
დელეგაციას ხელმძღვანელობდა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, სამუშაო ვიზიტში მონაწილეობდნენ : მცხეთის მერის მოადგილე მარინა ზურაბიშვილი, მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულის მოადგილე მანანა ნარიმანიძე,მერიის თანამშრომლები, მცხეთის მუნიციპალიტეტრის საკრებულოს დეპუტატები, არასამთავრობო ორგანიზაცია “ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი” თავმჯდომარე ნატო შავლაყაძე, ორგანიზატორი ელისო ამირეჯიბი ა(ა)იპ ძდექ მცხეთა–მთიანეთის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ მაისურაძე. მცხეთის მუნიციპალიტეტთან ერთად პროექტში მონაწილეობას იღებდა თელავის მუნიციპალიტეტის დელეგაციაც.
ვიზიტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა:
მცხეთის მუნიციპალიტეტის დელეგაცია ECEAP– ის დირექტორმა გერტ ანცუმ და ECEAP პროგრამის დირექტორმა ქალბატონ თიინა ილსენმა ECEAP – ის ოფისში მიიღეს, სადაც განიხილეს და ისაუბრეს პროექტის მიმდინარეობაზე და მისი განვითარების სამომავლო გეგმებზე. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა მასპინძლებს, რომელთა გამოცდილებაც მნიშვნელოვანი იქნება მცხეთის მუნიციპალიტეტის შემდგომი განვითარებისთვის. ოფიციალური შეხვედრა გაიმართა საქართველოს სრულუფლებიან ელჩთან ესტონეთში ბატონ არჩილ ყარაულაშვილთან, ბატონმა ელჩმა სტუმრებს ქართულ-ესტონურ წარმატებულ ურთიერთობებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ვიზიტის ფარგლებში უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გაიმართა ესტონეთის ფინანსთა სამინისტროში, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს გიორგი კაპანაძეს, დელეგაციის წევრებთან ერთად მასპინძლობა გაუწია ესტონეთის სახელმწიფო მინისტრმა ჯაკ ააბმა, მინსტრმა ქართველ სტუმრებს პრეზენტაცია წარუდგინა, სადაც დეტალურად იყო აღწერილი ესტონეთის რეფორმისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების საკითხები. შეხვედრა გაფართოებული ფორმატით წარიმართა.
პროექტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნენ ესტონეთის ელექტრონული მმართველობის სისტემებს და მასთან დაკავშირებულ ინოვაციების მიმოხილვას. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციას დეტალურად დაათვალიერებინეს და გააცნეს ქალაქ ტალინის ისტორიული ნაწილი, რომელიც იუნესკოს დაცვის ქვეშ არის და სწორედ ამ კუთხით მეტად საინტერესო იყო ქალაქის სივრცითი დაგეგმარება, ასევე, ტურისტული განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის გეგმები.
ქალაქ ჰააფასალუს მერი , ბატონი ურმას სუკლესი თავად უძღვებოდა სტუმრებისთვის ქალაქის გაცნობას , დელეგაციის წევრებმა მერთან ერთად განიხილეს ქალაქ ჰაფსალუს ურბანული მენეჯმენტი და ქალაქის გენერალური გეგმის შემუშავების პრინციპები, საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მოინახულეს ჰაფსალუს წყლის მომარაგების სისტემა, რომლის მენეჯმენტი მთლიანად ელექტრონულად იმართება. მოინახულეს სკოლები, საბავშვო ბაღები, კულტურის ცენტრები, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოციალურ სახლებს.
გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესო გახლდათ კულტურულ – საგანმანათლებლო ცენტრად წოდებული ქალაქი ვილიანდი, რომლის მდებარეობა, ინფრასტრუქტურა და კულტურის ობიექტები ძალიან ჰგავს ჩვენს ისტორიულ ქალაქ მცხეთას. სწორედ ამ კუთხით მეტად მნიშვნელოვანი იყო ქალაქის სივრცითი დაგეგმარების დეტალურად გაცნობა. ქართულ მხარეს ქალაქ ვილიანდში მასპინძლობა გაუწია ვილიანდის მერის მოადგილემ ჯანიკა გედვილმა და ასევე ვილიანდის საკრებულოს წევრმა კარლ ობმულსმა, დელეგაციის წევრებმა მოინახულეს ვილიანდის ბიბლიოთეკა, კულტურის ცენტრი, ვილიანდის პრენატალური ცენტრი, ასევე ქალაქის ისტორიულ-კულტურული ნაწილი. ვიზიტის დასასრულს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ, კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება ესტონეთის მხარის მიმართ, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პროექტის ავტორებსა და ორგანიზატორებს, ECEAPაღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონეთის ცენტრს, მასპინძელი ქალაქების – ტალინის, ჰაფსალუსა და ვილიანდის ხელმძღვანელ პირებს. აღნიშნა, რომ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების დანერგვა ჩვენს რეალობაში, იქნება ერთ-ერთი წარმატებული და ნაყოფიერი შედეგი მცხეთის მუნიციპალიტეტისათვის, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები