აჭარაში საერთაშორისო ინფოტურები გრძელდება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს უკრაინელი ტუროპერატორები სტუმრობენ. ისინი რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს, სასტუმრო ინფრასტრუქტურასა და ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ინფოტურის მონაწილეებისთვის უკვე გაიმართა ორმხრივი შეხვედრები ადგილობრივი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან, სადაც თანამშრომლობისა და ერთობლივი ტურპაკეტების შემუშავების საკითხები განიხილეს.

ტურსააგენტოების წარმომადგენლებმა ბათუმის ძირითადი ტურისტული ადგილები მოინახულეს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და გონიო აფსაროსის ციხე-მუზეუმს სტუმრობდნენ. ქედის მუნიციპალიტეტში მოგზაურობისას კი ინფოტურის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ადგილობრივი კერძები დაეგემოვნებინათ და ქედის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს სწვეოდნენ. უკრაინელი ტუროპერატორები აჭარაში 4 დღით იმყოფებიან და რეგიონს დღეს დატოვებენ, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები