ომარ ტაკიძემ, მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციის მიზნით, შუახეველების მიღება დაიწყო
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ, მოქალაქეთა მიღება გამართა.
მათი ცნობით, ომარ ტაკიძემ ადგილობრივების საჭიროებები მოისმინა და კომპეტენციის ფარგლებში დახმარებასა და შესაბამის ორგანოებთან შუამდგომლობის გაწევას დაჰპირდა.
“ადგილობრივებმა ხელმძღვანელ პირს დახმარება ძირითადად სოციალურ, ინფრასტრუქტურულ და სხვადასხვა საკითხის ირგვლივ სთხოვეს.
ომარ ტაკიძე, მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციის მიზნით მოქალაქეთა მიღებებს ადმინისტრაციულ ერთეულებში და სოფლებშიც მართავს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.