ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 1 ივლისიდან საზაფხულო საბავშვო ბაღები იმუშავებენ

1 ივლისიდან, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ყველა სააღმზრდელო დაწესებულებაში, საზაფხულო არდადეგები იწყება. თუმცა, ლაგოდეხის №1, №2 და №3 საბავშო ბაღი საზაფხულო ბაღის სტატუსით, ერთი თვით გაახანგრძლივებს მუშაობას. ამის შესახებ ინფორმაციას ლაგოდეხის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, საზაფხულო ბაღები, აღსაზრდელების მშობლების სურვილის თანახმად გაიხსნება. ქ. ლაგოდეხში არსებული, სამივე სააღმრზდელო დაწესებულება მიიღებს ბავშვებს. მორიგე ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელები მომსახურებას, მხოლოდ ივლისის თვეში მიიღებენ.
საზაფხულო ბაღში სურვილის შესაბამისად, ყველა ბავშვი ჩაირიცხება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები